Monday, July 17, 2017

ვისწავლე როგორ გავაკეთო პროექტი. გავითვალისწინო რა არის მთავარი.,როგორ გავაკეთო პრეზენტაცია, შეფასება. ბავშვები უნდა გავიყვანო მაღალსაზროვნო უნარებზე. ვისწავლე როგორ  ავუმაღლო მოსწავლეებს  მოტივაცია. ბავშვებს უნდა მივცეთ მიმართულება იმის  შესახებ  თუ როგორ  განვითარდნენ  დამოუკიდებლად.  ბავშვები დავტვირთოდ მრავალი სახის აქტივობებით.  ჩავწვდი ისეთ საკითხებს ,რომელიც არა მარტო პროექტისათვის გამოგვადგება, არამედ გამოვიყენებთ  საგაკვეთილო პროცესშიც. ბავშვები გამოიმუშავებენ  და მიეჩვევიან  თანამშრომლობას , დამოუკიდებლად მუშაობას, საკითხის კვლევას,  შედარებას, კრიტიკულ აზროვნებას.

Tuesday, July 11, 2017

გავეცანით როგორ შეუწყოთ ხელი მოსწავლებს გახდნენ თვითრეგულირებადი.როგორ გავზარდოთ მათი თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების 4 სახე,  ინტელექტის  ტიპები , ვიზუალურ-კინესთეტიკური-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული და  მრავალმხეივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები. ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება კლასში სწავლების ,დაგეგმვის და სასწავლო პროცესის სწორად აგებაში.

Monday, July 10, 2017

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით თუ როგორ გამოვიყენოთ ჩეკლისტები, რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემა რომელიც დამეხმარება მოსწავლის თვითშეფასებისათვისა და უკუკავშირისათვის, ეს ინსტრუმენტები დაეხმარება როგორც მოსწავლეს რეფლექსიებისათვის და თვითშეფასებისთვის, არამედ დამეხმარება მეც სწორად გავთვალო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და შევაფასო მოსწავლის პროგრესი.

Tuesday, July 4, 2017

რომ მოხდეს ცოდნის დემოსტრირება მოსწავლის ნაშრომი უნდა დაუახლოვდეს სასწავლო მიზანს. მან უნდა იცოდეს რა მოთხოვნები აქვს მის ნაშრომს.სავარაუდო ნაშრომი დამეხმარება  განვსაზღვრო ის მოლოდინები რომელიც მას აქვს. ვნახე თითქმის  ყველა ნაშრომი ს ნიმუში რათა უკეტ გავიაზრო  რა სახის მოთხოვნები  დავაყენო  მოსწავლის წინაშე  რათა მივაღწიო  მოსწავლის ცოდნის პროგრესს.

Monday, July 3, 2017

უკუკაშირი მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისათვის ასევე კოლეგებისათვის.უკუკავშირით ყურადღებას ვამახვილებთ ძირითადად დადებით მხერეებზე,თუმცა შენიშვნებიც კორექტულად უნდა იყოს მიცემული.შემფასებელი უნდა გაეცნოს პროექტს და დასკვნები გააკეთოს აღნიშნულიდან გამომდინარე